პრინცესა დაიანას ყოფილი მძღოლი 30-წლიან დუმილს არღვევს
1731360410
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის გერმანიის გაერთიანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლას ეხმიანება, სადაც ქართველებს მიმართა და აღნიშნა: „თქვენ დგახართ ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის და 30-წლიანი პრივილეგირებული პარტნიორობის დაკარგვის წინაშე - ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული”.
როგორც ქადაგიძე წერს, ღია შეტევა დაიწყეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.
„დავალება გაცემულია - 27 ოქტომბრიდან უნდა დაიწყონ საბოლოო ბრძოლა, საქართველოს სრულ დამორჩილებამდე. „სხვას კი არ ვსაუბრობთ ჩვენ?! “აგენტოკრატია”, რომელიც 2003-2012 წლებში, საქართველოში იყო დამკვიდრებული, სწორედ ასე ფუნქციონირებდა! აბსოლუტურად ყველა კითხვას გაეცა პასუხი: - ვინ მოგვახვია თავს “კოჰაბიტაცია”?! - ვინ ცდილობდა სასამართლოზე დაკარგული გავლენების აღდგენას, “ვეტინგის” საშუალებით?! - ვინ ახალისებდა რადიკალიზაციას?! - ვინ აძლიერებდა არასამთავრობო სექტორს საქართველოს წინააღმდეგ?! - ვინ შემოაპარა სააკაშვილი საქართველოში?! - ვინ ნიშნავდა უკრაინის თანამდებობებზე, დამნაშავე პერსონებს?! - ვინ ებრძვის საქართველოს სუვერენიტეტს?! გაპარტახებული ოპოზიციისა და გამარგინალებული არასამთავრობო სექტორის გამო, პროცესების რეალური დამკვეთები გამოვიდნენ სააშკარაოზე! სხვა გზა აღარ დარჩათ, პირდაპირი ღია შეტევა დაიწყეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ! დავალება გაცემულია - 27 ოქტომბრიდან უნდა დაიწყონ საბოლოო ბრძოლა, საქართველოს სრულ დამორჩილებამდე, თუმცა ერთი მთავარი ავიწყდებათ - ქართველი ხალხი იმაზე ბრძენია, ვიდრე ამ საცოდავებს წარმოუდგენიათ. შევხვდებით არჩევნებზე! P.S. ჰო, დეგნანმა, რომ მოსამართლე დაიბარა და დატუქსა, ვიზიტები გაუუქმა და მერე გაირკვა - ამერიკის საელჩოს წარმომადგენელს არაოფიციალური ოთახიც, რომ ჰქონდა სასამართლოში, უწყების უფრო ეფექტურად საკონტროლებლად - როგორ ვიკადრებდით მაგასო არა? P.S.S წარმოიდგინეთ, ესენი ახლა რა დღეში არიან და კულისებში რას აღარ იკადრებდნენ?!“- წერს ქადაგიძე.