ჯარიმა 3000 ლარამდე იზრდება - ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება
1730231664
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
ლევან მგალობლიშვილმა იაპონელ დიპლომატს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება გააცნო და აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ყურადღება გამახვილდა ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებზეც.
"ჩვენ განვიხილეთ დევნილი მოსახლეობის საჭიროებები და მოვილაპარაკეთ, რომ ჯანდაცვის მიმართულებით იქნება მათი მხრიდან ხელშეწყობა," - აცხადებს ლევან მგალობლიშვილი.