„ჩემი ანგელოზი 24 წლის ასაკში წავიდა ამ ქვეყნიდან…” - ტრაგედია ვანო მაჭავარიანის ოჯახში
1734586697
ჩვენ განვიხილავთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის განსახორციელებლად, რათა გავგზავნოთ ძლიერი სიგნალი ევროკავშირისგან, – ამის შესსახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.
კალასის თქმით, სანქციებთან დაკავშირებით საჭიროა მუშაობის გაგრძელება.
„საქართველოსთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია მთავრობაზე ზეწოლის განსახორციელებლად, რათა არ გამოიყენოს ძალადობა საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, არ ჩაახშოს ოპოზიცია და გავგზავნოთ ძლიერი სიგნალი ევროკავშირისგან. ორშაბათს ჩვენ განვიხილეთ, თუმცა ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას სანქციების ნაწილზე. ჩვენ გვჭირდება შემდგომი მუშაობა“, – აღნიშნა კაია კალასმა ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე.