განათლებული ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის შენებისა და უკეთესი ხვალინდელი დღის გარანტია, სწორედ თქვენ უნდა გადაიბაროთ ამ ქვეყნის მართვა" - პრემიერი აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს

 ირაკლი კობახიძე

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს.

"განათლებული ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის შენებისა და უკეთესი ხვალინდელი დღის გარანტია. სწორედ თქვენ უნდა გადაიბაროთ ამ ქვეყნის მართვა. მთელი გულით გისურვებთ წარმატებას და საუკეთესო შედეგების მიღწევას!" - წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.