გაზი 19 საათით შეწყდება - „თბილისი ენერჯი” აბონენტებს აფრთხილებს
1782978012
ბალიზე, ერთ-ერთ პოპულარულ ტაძარში მაიმუნმა ბრიტანელ ტურისტს ხელიდან ტელეფონი გამოსტაცა და გაიქცა.
Daily Mail-ის ცნობით, 19 წლის ოლივერ ლოიდი ულუვატუს ტაძარში შეყვარებულთან ერთად იყო, როცა გრძელკუდა მაკაკამ ტელეფონი მოჰპარა და ტყეში მიიმალა. 1 საათის შემდეგ ოლივერმა ტელეფონის ადგილმდებარეობა გოგონას ტელეფონზე არსებული აპლიკაციის მეშვეობით დაადგინა. მან ტაძრის დაცვას მიმართა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა თანამშრომელმა ტელეფონი მოძებნა და პატრონს დაუბრუნა.
როდესაც ოლივერმა ტელეფონი შეამოწმა, აღმოაჩინა, რომ მაიმუნს გრძელი ვიდეო და რამდენიმე სელფი გადაუღია.