Exclusive: „მე და გიორგის არც გვიჩხუბია, არც დაშორებულები ვართ...“ - ნინო ჩხეიძის გულახდილი ინტერვიუ
1759143219
საქართველოს პარლამენტში სამდღიანი ვიზიტით განას პარლამენტის ადმინისტრაციის დელეგაცია იმყოფება. ვიზიტის მიზანს საქართველოს პარლამენტის აპარატის საქმიანობისა და გამოცდილების გაზიარება, ასევე აპარატის სტრუქტურებს შორის კომუნიკაციის ფორმების გაცნობა წარმოადგენს.
პარლამენტის აპარატის უფროს, კახა ოქროჯანაშვილსა და აპარატის უფროსის მოადგილე დავით ნოზაძესთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს პარლამენტის აპარატის ძირითად საქმიანობაზე ისაუბრეს.
კახა ოქროჯანაშვილმა განას პარლამენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტის აპარატის ორგანიზაციული სტრუქტურა გააცნო.
შეხვედრაზე სტუმრები იმ პროცედურებით დაინტერესდნენ, რომლებიც აპარატის რეფორმირების პროცესში სტრუქტურული ერთეულების ჩართულობასა და ცალკეული ინიციატივების აღსრულებას შეეხება. საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობამ განას პარლამენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ტექნოლოგიური და ციფრული მმართველობის ის ფორმები გააცნო, რომლებიც აპარატში ბოლო პერიოდში დაინერგა.
შეხვედრის დასასრულს მხარეები მომავალ ურთიერთობებზე შეთანხმდნენ.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსსა და პარლამენტის აპარატის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შეხვდებიან.