ორბანი: უკრაინა არ არის დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, ჩვენ ვინახავთ მას, ის არ უნდა იქცეოდეს ისე, თითქოს სუვერენულია

ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უმნიშვნელოდ მიიჩნია უკრაინის საჰაერო სივრცის უნგრული დრონების მიერ დარღვევის ინციდენტი და განაცხადა, რომ უკრაინა „არ არის დამოუკიდებელი და სუვერენული“. ინფორმაციას ამის შესახებ უნგრული მედისა ავრცელებს.

ორბანის თქმით, უნგრეთი უკრაინაზე თავდასხმას არ აპირებს, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკის უფრო მეტად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული ვითარება უნდა აღელვებდეს.

„ახლა მნიშვნელობა არ აქვს, ორი, სამი თუ ოთხი უნგრული დრონი გადაფრინდა. დავუშვათ, რომ ისინი რამდენიმე მეტრით შევიდნენ, მერე რა? უკრაინა არ არის დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, ჩვენ ვინახავთ მას, ის არ უნდა იქცეოდეს ისე, თითქოს სუვერენულია“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.

ორბანის თქმით, „თუკი დასავლეთი გადაწყვეტს, რომ ხვალ არ გასცემს ერთ ფორინტსაც, უკრაინას შეუძლია გაკოტრდეს“.