გამორჩეულად ნაყოფიერი იყო ეს ვიზიტი, როგორც ორმხრივ, ისე გაერთიანებულ ფორმატებში - მიხეილ სარჯველაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გამართული ოფიციალური შეხვედრები შეაჯამა

სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრმა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გამართული ოფიციალური შეხვედრები შეაჯამა.

მიხეილ სარჯველაძე ამერიკის შეერთებულ შტატები გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში იმყოფებოდა. ის შეხვდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ, ევროპის რეგიონულ დირექტორს , ასევე სომხეთის, ყაზახეთის და თურქეთის ჯანდაცვის მინისტრებს.

მიხეილ სარჯველაძე სიტყვით გამოვიდა პირველადი ჯანდაცვის თემაზე გამართულ დისკუსიაზე, სადაც წარადგინა საქართველოში მიმდინარე რეფორმები.

"გამორჩეულად ნაყოფიერი იყო ეს ვიზიტი, როგორც ორმხრივ, ისე გაერთიანებულ ფორმატებში. შთამბეჭდავი იყო როგორც გამოსვლები, ისე შეხვედრები. ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა ახალი პერსპექტივების გაჩენისთვის, საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით, როგორც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ისე საერთო ფორმატებში, რომელიც მრავალმხრივ ჩართულობას გულისხმობს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.