9 დღის განმავლობაში დედამიწა მისტიკურ სიგნალს იღებდა - რა დაადგინეს მეცნიერებმა?
1758831403
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქალაქ ქუთაისში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
მინისტრმა მასწავლებლებს მიღწეული წარმატება მიულოცა, არაერთი ახალგარზდა თაობის აღზრდის საქმეში შეტანილი უდიდესი წვილილისთვის მადლობა გადაუხადა და სერტიფიკატები გადასცა.
ღონისძიება ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. როგორც პედაგოგებმა, ასევე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას საინტერესო შემოქმედებითი წარმოდგენა შესთავაზეს. სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, დაჯილდოების ღონისძიებას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით,მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით იმართება. დასკვნითი ღონისძიება კი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, 27 ოქტომბერს ჩატარდება.