1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, 2022 წლის თებერვლის თვეში გამოკითხულთა 26% ფიქრობს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, მარტის თვეში ჩატარებული კვლევისას კი ეს მონაცემი 22%-ია. თებერვალსა და მარტში გამოკითხულთა 7-7% -ის აზრით, მის შეხედულებასთან ახლოს „ნაციონალური მოძრაობა“დგას. თებერვალში გამოკითხულთა 7% კი ფიქრობს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს სხვა პარტიები დგანან, ხოლო მარტში ეს მონაცემი 6%-ია.
თებერვალში გამოკითხულთა 60%, ხოლო მარტში გამოკითხულთა 64% მიიჩნევს, რომ მის შეხედულებასთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას ან არ აქვს კითხვაზე პასუხი. ამასთან, როგორც „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევიდან ირკვევა, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. კონკრეტული პარტია მხოლოდ 35%-მა დაასახელა.
ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები 2 ეტაპად ჩატარდა. თებერვალში საველე სამუშაოები მოიცავდა 3-15 თებერვალს, მარტში კი 9-20 მარტს.
საველე სამუშაოები ჩატარდა თბილისში, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ახალქალაქსა და მარნეულში. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.