საპენსიო სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
1740213067
საქართველოს პრეზიდენტმა, აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუს დროს, საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე ისაუბრა. მიხეილ ყაველაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობის მნიშვნელობაზე.
ქვეყნის პრეზიდენტმა ასევე უპასუხა კითხვებს დონალდ ტრამპის გზავნილებსა და ოცნების პოზიციის თანხვედრის შესახებ.
"რეალობა, რაც დღეს გლობალური თვალსაზრისით ხორციელდება, მხედველობაში მაქვს ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებები - გამოიკვეთა კონკრეტული ძალები, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ ომით. ეს არის ის, რაზეც ჩვენ მუდმივად გვაქვს "დიფ სთეითზე". საქართველოში დავარქვით გლობალური ომის პარტია, რომლის ინტერესებიც იყო, რომ რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო ეს ომი. ამ თემაზე ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით და პრინციპში, ახლა ამ თემებზე საუბრობს ტრამპის ადმინისტრაცია. მოუწოდებდნენ ჩვენს ქვეყანას, რომ როგორმე მეტი აქტიურობა გამოეჩინათ, გვთხოვდნენ სანქციებთან შეერთებას, მოხალისეობს და პირდაპირ იარაღის გაგზავნას, რაც პირდაპირ კავშირში იყო იმასთან,რომ საქართველო ომში ჩართულიყო. წინა ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ამ ზეწოლის გზას იმეორებდნენ. რასაც ჩვენ ვიძახდით, ზუსტად იმავეს იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია,"- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.