5 ცალი დაფნის ფოთოლი, შეკარით წითელი ძაფით... - თუ ფიქრობთ ვიღაცამ გაგთვალათ, ეს რჩევა წაიკითხეთ
1739195940
სამწუხაროდ, საქართველოს წინააღმდეგ არაერთი ძალა მოქმედებს, განსაკუთრებით ბოლო წლებში. ამას არ მალავენ არც მათი უცხოელი პატრონები და მათი აქაური აგენტურა, რომლებიც საზოგადოებას მოუწოდებდნენ ხელისუფლების უკანონო დამხობისკენ, რადიკალური პროცესების წარმართვისა და მკვლელობისკენ, ასევე ითხოვდნენ ისეთი უწყებების გაფიცვას, რაც სახელმწიფო ინსტიტუტების პირდაპირ საბოტაჟს გამოიწვევდა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ამას არცერთი სამართლებრივი სახელმწიფო არ მოითმენს. გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას მიესალმება.
„გამოძიების პროცესში ვისაც დაიბარებენ, ყველამ ნება იბოძოს და მისცეს ახსნა-განმარტება, საბოტაჟს რატომ აწყობდნენ. ეუთო/ოდირმა თქვა, რომ არჩევნები კონკურენტუნარიანად ჩატარდა, რადიკალებმა კი საწინააღმდეგო ვერაფერი მოიტანეს, თუმცა საბოტაჟს მაინც აგრძელებენ. გამოძიების დაწყება კარგია, რადგან ყველამ პასუხი უნდა აგოს, თუ რაიმე აქვთ ჩადენილი. ვხედავთ, სამწუხაროდ, გაჩნდა ისეთი განცდა, რომ, მწირი უმცირესობის მიუხედავად, აქვთ ამბიცია, რომ მათი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს. დემოკრატია ასე არ მუშაობს. რამდენიმე ადამიანს მაგისტრალების გადაკეტვა რომ უნდა, ეს საბოტაჟია. დარწმუნებული ვარ, ბევრი რაღაც გაირკვევა“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში 8 თებერვალს გამოძიება დაიწყო საბოტაჟის დამამძიმებელ გარემოებაში, საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19,318-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 319-ე მუხლებით. საგამოძიებო უწყების ცნობით, ისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შემოტანილი განცხადება.