ბავშვების ხილფაფებში ტყვია აღმოაჩინეს - FDA-მ მწარმოებლებს კონკრეტული მოთხოვნა წაუყენა
1736954045
მსოფლიო საზოგადოებამ, ამერიკის საზოგადოების 60%-ზე მეტმა, ევროპულმა და ქართულმა საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ 2025 წელს ლიბერალურ-ფაშისტურ მიმდინარეობას მსოფლიოსა და საქართველოში აუცილებლად წერტილი დაესმება. როგორც აუცილებლად უნდა დაესვას წერტილი კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, პოლიტიკურ რეჟიმს, – ამის შესახებ პარტია „ხალის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციები ფარატინა ქაღალდებია. გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობა გადაწყვიტა ქართველმა ხალხმა და თქვა, რომ საქართველო არის თავისუფალი და სუვერენული.
„ახლა გამოაცხვეს რეზოლუციები, რომ ჩვენ კაცების გათხოვებას თუ არ დავაკანონებთ, ისე ევროპულ ღირებულებას ვერ ვეღირსებით და ა.შ. ეს არის ფარატინა ქაღალდები. მათ შორის განცხადებები, რომ ლეგიტიმური იყოს, თუ არ იყოს საქართველოს ხელისუფლება – ეს ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა. ევროპარლამენტარი ან ნებისმიერი უცხოელი პოლიტიკოსი როცა გაბედავს, ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას შეურაცხყოფას მიაყენებს და იტყვის, რომ ქართველ ხალხს არავინ ეკითხება, ვინ მოვა ხელისუფლებაში და ამას ჩვენ გადავწყვეტთო, ამის ბრალია ეს ყველაფერი.
მეგობრებო, ეს დრო დამთავრდა. ქართველმა ხალხმა თქვა, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული და ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ევროპული ღირებულება. იგივე ხდება გერმანიაში, საფრანგეთში და ა.შ გერმანულმა და ფრანგულმა საზოგადოებამ უარი უთხრა იმ ულტრალიბერალურ ხელისუფლებებს, რომლებიც უკვე წავიდნენ და ხელისუფლებას ჩამოშორდნენ. ვიცით, რომ გერმანიაში არჩევნებია, საფრანგეთში და ევროპის ქვეყნებში არჩევნები იქნება. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მსოფლიო დღის წესრიგში 2025 წელი განმსაზღვრელი იქნება, სადაც ჩვენ, როგორც სუვერენული ქვეყანა უნდა ჩავეწეროთ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.