1759659123
გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თითქოს მხოლოდ პაატა ბურჭულაძე, მანჯგალაძე და სხვები არიან ამ პროცესში დამნაშავეები, რა თქმა უნდა, არა - ლევან მახაშვილი

"ცხადია, რომ 4 ოქტომბერი არ იყო სპონტანური პროცესი, რამდენიმე თვის განმავლობაში, შეგნებულად, წინასწარ აანონსებდნენ და ეძახდნენ მათ მხარდამჭერებს ამ აქციაზე, რომელიც წინასწარ დაანონსებული იყო, როგორც ხელისუფლების დამხობის აქცია. ამიტომ, იქ მისული ნებისმიერი პიროვნება მონაწილე და მსურველი იყო ხელისუფლების დამხობის პროცესის", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ვერ აირიდებენ ვერც ის პირები, რომლებიც შემდეგ გაემიჯნენ პროცესს.
"შემდგომი მოვლენები რაც განვითარდა, გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის ისე, თითქოს მხოლოდ პაატა ბურჭულაძე, მანჯგალაძე და სხვები არიან ამ პროცესში დამნაშავეები, რა თქმა უნდა, არა. ყველას აქვს თავისი წილი, ზოგჯერ სამართლებრივი, რომლებიც უშუალოდ ან აორგანიზებდნენ ან ძალადობდნენ ამ პროცესში და პოლიტიკური - მხარს უჭერდნენ ფინანსურად თუ პოლიტიკურად, მათ შორის, გარე ძალებისგანაც, რომელთაგანაც ზოგიერთი დღესაც ცდილობს, რომ ამ პროცესს ლეგიტიმაცია მისცეს", - აცხადებს ლევან მახაშვილი.