რატი იონათამიშვილი: ყველაზე ამორალურები არიან ის ადამიანები, ვინ 4 ოქტომბერს დამხობასა და ძალადობაზე დებდა ფსონს და დღეს ზუსტად იმიტომ, რომ ეს ყველაფერი არის აღკვეთილი, თითქოს ცდილობენ, რომ გაემიჯნონ ამ პროცესებს

რატი იონათამიშვილი

ყველაზე ამორალურები არიან ის ადამიანები, ვინ 4 ოქტომბერს დამხობასა და ძალადობაზე დებდა ფსონს და დღეს ზუსტად იმიტომ, რომ ეს ყველაფერი არის აღკვეთილი, თითქოს ცდილობენ, რომ გაემიჯნონ ამ პროცესებს, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

„თუ ვინმეს რაიმე ისეთი აზრი ჰქონდა, მაშინ გამოსულიყვნენ 4 ოქტომბრამდე და გაეკეთებინათ განცხადებები. ისინი პირიქით დაირაზმნენ, წავიდნენ რუსთაველის გამზირზე და იქიდან შეეცადნენ, რომ დამხობაში საკუთარი წვლილი შეეტანათ, მაგრამ რა თქმა უნდა ყველამ საკუთარი წვლილი შეიტანა მათ გაარაფრებასა და განადგურებაში“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ჩავარდნილი სცენარის შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლები და აქციის მონაწილეები დამხობის მცდელობისგან გამიჯვნას ცდილობენ. საზოგადოებას კი კარგად ახსოვს აქციის მონაწილეების განცხადებები და საჯარო მოწოდებები.