„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები...“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745524044
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ევროპელი ლიდერები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს უტიფრად ექცევიან. მისივე მოსაზრებით, ევროპელი ლიდერები ერეოდნენ ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში და ამ დროს, ტრამპს შეურაცხყოფას აყენებდნენ.
"წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვიხილეთ ის, რომ ყველა ევროპელი ლიდერი, გამონაკლისის გარეშე, ფაქტობრივად, პირდაპირ ერეოდა აშშ-ის საარჩევნო პროცესში. საქმე ერთ-ერთი კანდიდატის პირდაპირ შეურაცხყოფამდეც კი მივიდა. ჩვენი მხრიდან ცხადი იყო, ვის მიმართ გვქონდა სიმპათია, თუმცა ჩვენ საკუთარი არავისთვის არ მიგვიცია უფლება ჩავრეულიყავი, მითუმეტეს, არ გაგვიკეთებია არანაირი ხისტი განცხადებები და არ მიგვიყენებია შეურაცხყოფა არცერთი კანდიდატისთვის, ევროპელები კი ამას აკეთებდნენ.
სიმართლე გითხრათ, გაკვირვებული ვარ აშშ-ის ხელახლა არჩეული პრეზიდენტის, ტრამპის თავშეკავებით საკუთარი მოკავშირეების მიმართ, რომლებიც პირდაპირ რომ ვთქვათ, უტიფრად იქცეოდნენ. ისინი ამას კვლავ აგრძელებენ. უკრაინის საკითხის დარეგულირებაზე აშშ საკუთარ ევროპელ მოკავშირეებთან მუშაობს. მათ ალბათ უნდათ აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკების მაგიდასთან შუამავლის როლის ფუნქცია ჰქონდეთ. რა საჭიროა აქ ისტერიკა - ის უადგილოა," - აცხადებს ვლადიმერ პუტინი