გახარიამ საგუშაგოს დადგმით დაძაბულობისა და ესკალაციის დიდი რისკი გამოიწვია, შესაბამისად, არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ამის მერე, მის მიმართ სამართლიანი კითხვები დაისმება – რატი იონათამიშვილი

რატი იონათამიშვილი

გახარიამ საგუშაგოს დადგმით დაძაბულობისა და ესკალაციის დიდი რისკი გამოიწვია, შესაბამისად, არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ამის მერე, მის მიმართ სამართლიანი კითხვები დაისმება, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.

„ფაქტია, რომ გახარიამ თვითნებურად დადგა საგუშაგო. ფაქტია, რომ მას აზრი არავისთვის უკითხავს და საბოლოო ჯამში ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე შესაბამისი სამსახურები წინააღმდეგი იყვნენ ამ გადაწყვეტილების, მაგრამ მან მაინც ეს გააკეთა. ისიც ფაქტია, რომ ამით მხოლოდ და მხოლოდ პრობლემები გააღვივა, კიდევ ერთი დაძაბულობის და ესკალაციის დიდი რისკი გამოიწვია. შესაბამისად არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ამის მერე მის მიმართ იქნება სამართლიანი კითხვები. ეს იყო თვითნებური გადაწყვეტილება თუ დავალება, რომელსაც ის ასრულებდა“,- აღნიშნა იონათამიშვილმა.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიას კიდევ ერთხელ იბარებენ.