News Hub: გიორგი ისაკაძე - „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმის მთავარი როლის შემსრულებელი
1735226460
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი "დღის კურიერის" ეთერში გიორგი გახარიაზე და მის კავშირებზე საუბრობს.
მათიკაშვილის თქმით, გიორგი გახარია გლობალური ომის პარტიიდან ერთ-ერთია.
"რადიკალმა ოპოზიციონერებმა რა მიმართულებითაც არ უნდა ისაუბრონ, საბოლო ჯამში, იმ მწვალებელ და მტანჯავ სააკაშვილთან მიდიან, რომელმაც ქვეყანა კინაღამ დაღუპა და დაანგრია 2012 წლამდე.
რაც შეეხება იმას თუ ვინ არის გიორგი გახარია და რა ძალებს ემსახურება, მამუკა მდინარაძემ ძალიან კარგად ჩამოაყალიბა ეს და პილიგრიმული სიზუსტით ჩამოაყალიბა და საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია. მე პირადად გახლდით იმ უმრვალესობის შეკრებაზე, როდესაც გახარია ჯერ კიდევ პრემიერის რანგში იქ მყოფ საზოგადოებას არწმუნებდა, რომ ნიკანორ მელიას დაკავება იყო აუცილებელი, ამიტომ ეს ნაბიჯი უნდა გადაედგა აუცილებლად პარლამენტს და შემდგომ უკვე აღმასრულებელ ხელისუფლებას.
შემდეგ ორ დღეში ეს ადამიანი გადადგა, რადგან ჩათვალა, რომ ეს დაკავება იქნებოდა ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, სინამდვილეში ღალატის და ანტისახელმწიფოებრივი სახის ქმედება თავად ჩაიდინა და იმ გაანგარიშებით, რომ რაღაც დროს მოიგებდნენ და ორ დღეს ითხოვდა მაღალი ალბათობით სააკაშვილის შემოსაპარად საქართველოში და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ აღქმა ყოფილიყო ისეთი, თითქოს სახელმწიფო ორგანოები ვერ მოქმედებდნენ კარგად და ამით ესარგებლათ რადიკალებს და ამის მეშვეობით ხელისუფლებაში მოსულიყვნენ და რევოლუციები მოეწყოთ.
რაც შეეხება ძალებს, თუ საიდან იღებს დავალებებს როგორც გახარია, ასევე ხაზარაძე, ასევე გვარამია და სააკაშვილი, ის რადიკალი ოპოზიციონერები, რომლებსაც მშვიდობა არ სურთ და უნდათ, რომ ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყოს, ეს რადიკალური ძალები ვისგანაც იღებენ დავალებებს, იგივესგან იღებს გახარიაც დავალებებს, ამათ ჩვენ ასეთი საერთო სახელი მოვუფიქრეთ - გლობალური ომის პარტია," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.