აბანოებში ორი ადამიანის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით „აბანოთუბანი ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს
1780647255
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მნიშვნელობასა და საქართველოს მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერაზე ისაუბრა.
„გაეროს რეზოლუცია არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი საქართველოსთვის. ეს არის საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს საკითხის წამოწევის საუკეთესო შესაძლებლობა. ქართული დიპლომატიური სამსახური მთელი წლის განმავლობაში ძალიან ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ უმაღლესი მხარდაჭერა იყოს მოპოვებული საქართველოს რეზოლუციაზე. ჩვენ ვნახეთ წელსაც თანასპონსორების გაზრდილი რაოდენობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ის შედეგი, რაც მოაქვს ძალიან ინტენსიურ მუშაობას გაეროს წევრ ქვეყნებთან. მხარდაჭერები, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, წელსაც აისახა რეზოლუციის მხარდაჭერაში,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის თქმით, საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერის შენარჩუნება, განსაკუთრებით იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებსა და ჰუმანიტარულ საკითხებს უკავშირდება.
„გავაგრძელებთ მუშაობას გაეროს წევრ ქვეყნებთან, იმისთვის, რომ ეს მხარდაჭერა საქართველოს ყოველთვის ჰქონდეს. ჩვენ ვსაუბრობთ ჰუმანიტარულ საკითხებზე, იძულებით გადაადგილებული პირების უფლებებზე, რაც არის შედეგი ოკუპაციისა და რუსეთის იმ პოლიტიკისა, რაც ვიხილეთ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო დონეზე ეს საკითხი იყოს შენარჩუნებული და მუდმივად გვქონდეს მხარდაჭერა, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ სამართალზე,“ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.