გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ პალესტინის სახელმწიფოს გაეროს წევრობის უფლება აქვს

გაერო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ პალესტინის სახელმწიფოს გაეროს წევრობის უფლება აქვს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

რეზოლუცია გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, პალესტინის გაეროში წევრობის საკითხს დადებითად გადახედოს.

გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის დაწყებამდე, აშშ-ის მისიამ გაეროში განაცხადა, რომ რეზოლუციის მიღების შემთხვევაში, აშშ უშიშროების საბჭოში კვლავ ვეტოს დაადებდა მას.