სუპერ ელ-ნინიო ძლიერდება - რას უნდა ველოდოთ 2027 წლისთვის
1788983856
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში გამართულ ცერემონიაზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა.
ზელენსკის თქმით, ჯილდო ასახავს იმ სამუშაოს, რომელსაც „ბორისი აკეთებს ჩვენი ქვეყნისა და მთელი ევროპისთვის“.
„მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და უკრაინელ ხალხს იმ საოცარი პატივისთვის, რაც თქვენ მარგუნეთ და რაც, ვფიქრობ, ნამდვილად არის დიდი ბრიტანეთის ძალისხმევის აღიარება“, - განაცხადა ჯონსონმა ჯილდოს მიღების შემდეგ.
შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინას მოულოდნელად ეწვია, მაშინ, როდესაც ქვეყანა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.