პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გადამწყვეტი გზა გვაქვს წინ, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დუბაიში, მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების ხედვა საქართველოს სტაბილურობის, შესაძლებლობის და განვითარების სიმბოლოდ ქცევას გულისხმობს. პრემიერის შეფასებით, საქართველოს მთავრობა არის მოქნილი და რეაგირებს ახალ რეგიონულ და გლობალურ მოვლენებზე, მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ არსებული გარემო მუდმივად იცვლება.
„როგორც მოგეხსენებათ, 2022 წლის 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი წარადგინა, როგორც კონკრეტული პასუხი ქართველი ხალხის მრავალწლიან არჩევანზე, 2022 წლის 23 ივნისს კი ევროპულმა საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. გადამწყვეტი გზა გვაქვს წინ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, კანდიდატის სტატუსი ჩვენი შემდეგი ეტაპია. ყოველივე ზემოთ აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს მთავრობა არის მოქნილი და რეაგირებს ახალ რეგიონულ, გლობალურ, სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენებზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ირგვლივ არსებული გარემო მუდმივად იცვლება. მინდა ხაზგასმით აღნიშნო, რომ ჩვენი ხედვა საქართველოს მიმართ გულისხმობს სტაბილურობის, შესაძლებლობის და განვითარების სიმბოლოდ ქცევას. მზად ვართ, შევქმნათ ძლიერი დინამიკური ეკონომიკა, რომელიც სარგებელს მოუტანს ყველა ჩვენს მოქალაქეს. ამავდროულად ვაშენებთ საზოგადოებას, რომელიც იქნება ინკლუზიური, ინოვაციური და მომავალზე ორიენტირებული. დაე, გვახსოვდეს, რომ ჩვენი მიზანია, საქართველო ნათელ მაგალითად იქცეს იმისა, რა არის შესაძლებელი საერთო ხედვის მოსაღწევად, საერთო სახალხო გაერთიანებით. ამის შთაგონებას გვაძლევს არაბთა გაერთიანებული საამიროების საოცარი განვითარება. გვაქვს რესურსი, ნიჭი და მონდომება წარმატების მისაღწევად. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით ჩვენს მიზანს რეალობად ვაქცევთ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.