1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ჩვენ შევძელით, საქართველო ბიზნესის კეთების ერთ-ერთ ადგილად გვექცია მსოფლიოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დუბაიში, მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთები გააჩნია.
„მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, საქართველო ყველაზე დაბალი საგადასახადო წნეხის მქონე ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა და ჯამური საგადასახადო განაკვეთი 9,9%-ია. ასევე მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით, 2020 წლის კვლევით, საქართველო გლობალურად მეშვიდე ადგილზეა. ჩვენ ასევე ინვესტორებს ვთავაზობთ არსებითად მიმზიდველ შეთავაზებას, რადგან ისეთი საგადასახადო მოდელი შევქმენით, რომლითაც გაუნაწილებელი მოგება არ იბეგრება.
გარდა ამისა, საქართველოს აქვს ოთხი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა. ამ ზონებში საექსპორტო საქონელი იწარმოება და გადასახადებისგან თავისუფლდებიან. ეს ყველაფერი ხელს უწყობს საქართველოს ბიზნესის კეთების დანიშნულების ადგილად ქცევას. „ფრეიზერის ინსტიტუტის“ მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების 2022 წლის ანგარიშით, საქართველო ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის მქონე 15 ქვეყანას შორის მოხვდა. 2021 წლის ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობისა და ღია ბიუჯეტის კვლევის მიხედვით, საქართველო პირველ ადგილზეა 120 ქვეყანას შორის სახელმწიფო ბიუჯეტების გამჭვირვალობის მიხედვით. საინვესტიციო პოლიტიკის შეფასებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მარეგულირებელი ნორმებით, შეზღუდვის ინდექსის საფუძველზე, საქართველო მერვე ადგილზეა 80 ქვეყანას შორის მსოფლიოში და ეს ყველაზე ღია ქვეყანაზე მეტყველებს. „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, საქართველო მე-18 ადგილზეა ქვეყანაში და წინ უსწრებს ევროკავშირის ბევრ წევრ სახელმწიფოს, ხოლო გლობალურ რეიტინგში 26-ე ადგილს იკავებს 137 ქვეყანას შორის. ეს აღიარება მოწმობს იმ უზარმაზარ წინსვლას, რომელიც ეკონომიკური თავისუფლების ხელშეწყობისა და ყველა მოქალაქის უფრო წარმატებული მომავლის შექმნისთვის მივაღწიეთ. ეკონომიკური თავისუფლების ცნება აუცილებელია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და სტაბილურობისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.