1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
მეწარმეობისა და ინოვაციების წახალისებული გარემოს შემუშავებით, ჩვენ ვიზიდავთ ინვესტიციებს, ვქმნით სამუშაო ადგილებს და ვაუმჯობესებთ საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დუბაიში, მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„საქართველოს, როგორც ვაჭრობისა და ლოჯისტიკის რეგიონული ცენტრის პოზიციის მხარდასაჭერად, მთავრობა დიდ ინვესტიციებს ახორციელებს როგორც რბილი, ისე მყარი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. რეგიონული ინვესტიციები ენერგეტიკის სფეროში და ინფრასტრუქტურაში, როგორიც არის შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის განვითარება, ევროპა-აზიის ნავთობის ტრანსპორტირების დერეფანი, შავი ზღვის თხევადი აირის პროექტი, რკინიგზის მოდერნიზაცია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება, გაზრდის ჩვენი რეგიონის და საქართველოს გამტარუნარიანობას. ეს პროექტები განსაკუთრებით აქტუალურია ევროპა-აზიის სავაჭრო დერეფნის დივერსიფიკაციის და გაფართოების მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით და იმის გაცნობიერებით, რომ ე.წ. შუა დერეფანი განიხილება არსებული მარშრუტების სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ალტერნატივად. ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელი, რომელიც მწვანე, განახლებადი ენერგიის სატრანზიტო შესაძლებლობებს შექმნის საქართველოს და შავი ზღვის გავლით.
ასევე, ხაზი მინდა, გავუსვა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც გაზრდის საქართველოს შესაძლებლობას, დიდი რაოდენობით მშრალი და თხევადი ტვირთების გადაზიდვისთვის. ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან უკვე ვიხილავთ ე.წ. ფლაგმანურ პროექტებს, რომლებიც დამატებით ენერგეტიკულ სტიმულს მისცემს და კატალიზატორის ეფექტით იმოქმედებს ევროკავშირის და აზიის ბაზრებთან ინტეგრაციაზე. მიგვაჩნია, სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანა, აღმოსავლეთით და დასავლეთით ისარგებლებს ამ პროექტებით“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.