1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
“არ ესმის ამ ხალხს შემწყნარებლობა, პატიება, ჰუმანიზმი”, - წერს “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე “ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი გენპროკურორის, ზურაბ ადეიშვილის მოადგილის, ნონა წოწორიას Facebook სტატუსის შესახებ.
“ფრთხილად ქალბატონო, ისე არ მოგექცეს ეს "ბრბო" როგორც იმსახურებთ...
ასე, ნამუსთან კომპრომისზე წასული მოძალადე სისტემის მსახური ჭკუას ვერასდროს ისწავლის და აქეთ დაგამუნათებს...
არ ესმის ამ ხალხს შემწყნარებლობა, პატიება, ჰუმანიზმი...
აბა ამათ ისე მოქცეოდა საზოგადოება, როგორც იმსახურებდნენ ეს ნაძირალა ჯალათები,
ხომ იქნებოდნენ ახლა "ძუძუს გოჭებივით" გატრუნულები?!" - წერს ქადაგიძე.
ცნობისთვის, ნონა წოწორიამ ,,ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა:
,,2003-2012 წლებში ყველაფერი რაც მოხდა, ვისაც ვინმე უსამართლოდ მოექცა რომელიმე სოფელში, პერსონალურად მ. სააკაშვილის ბრალდება. 2012-2023 წლებში ქვეყნის მთლიანად დაქცევა ხელისუფლებისგან არავის პასუხისმგებლობა არ არის.
ნამდვილად დამნაშავეა მესამე პრეზიდენტი, რომ ადამიანების რაღაც ჯგუფს, ბრბოსგან სახელმწიფოს შექმნის იდეა დაგვაჯერა. იძინეთ, იძინეთ ახალგაზრდებო. საკუთარ თავს და ოჯახებს მოჰკითხეთ მერე, რატომ დაგემხოთ თავზე ყველაფერი", - წერს წოწორია სოციალურ ქსელში.