ერთ დროს სტრასბურგის მოსამართლეობამ ნონა წოწორიას ვერანაირი პროფესიული და ცხოვრებისეული გაკვეთილი ასწავლა - გია აბაშიძე

გია აბაშიძე

ნაცსექტის ესა თუ ის აქტორი უსუსურად ცდილობს სააკაშვილისა და მისი რეჟიმის დანაშაულებათა გაუბრალოებას. ერთ-ერთი ასეთი უნიჭო სუბიექტია ძებნილი ყოფილი გენპროკურორის ზურაბ ადეიშვილის ექს-მოადგილე ნონა წოწორია. - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ნონა წოწორიას ფეისბუქ-პოსტს, რომელშიც ის საქართველოს მოსახლეობას “ბრბოდ” მოიხსეინებს. 

როგორც აბაშიძე აცხადებს, ნაცსექტანტობა მოუშორებელი დამღაა, ვინაიდან წოწორიას სტრასბურგის მოსამართლეობამაც კი ვერ ასწავლა ვერც პროფესიული და ვერც ცხოვრებისეული გაკვეთილები. 

“ნაცსექტის ესა თუ ის აქტორი უსუსურად ცდილობს სააკაშვილისა და მისი რეჟიმის დანაშაულებათა გაუბრალოებას. ერთ-ერთი ასეთი უნიჭო სუბიექტია ძებნილი ყოფილი გენპროკურორის ზურაბ ადეიშვილის ექს-მოადგილე ნონა წოწორია. 

ერთ დროს სტრასბურგის მოსამართლეობამ ნონა წოწორიას ვერანაირი პროფესიული და ცხოვრებისეული გაკვეთილი ასწავლა. ფაქტია, ნაცსექტანტობა მოუშორებელი დამღაა. 

შესაძლოა, ვცდები და ბრბოს ქალბატონი წოწორია დამნაშავე ნაცრეჟიმის გაქცეულ ვირთაგვებს უწოდებს მისი ყოფილი შეფის, ზურაბ ადეიშვილის მეთაურობით",  - წერს გია აბაშიძე.