ფრანგული მედია: ემანუელ მაკრონის რეიტინგი ფრანგ ამომრჩევლებს შორის რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის რეიტინგი ფრანგ ამომრჩევლებს შორის რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა. აღნიშნულს ცხადყოფს ფრანგული გამოცემა Les Echos-ს დაკვეთით კვლევითი ორგანიზაცია ELABE-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა.

ემანუელ მაკრონს ნდობა გამოკითხულთა მხოლოდ 21%-მა გამოუცხადა, იგივე მაჩვენებელი, რაც ნოემბერში იყო.

ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია აღნიშნულ გამოკითხვებში 2017 წლის შემდეგ, როდესაც მაკრონი პრეზიდენტად აირჩიეს.

საგრძნობლად დაეცა საფრანგეთის პრეზიდენტის რეიტინგი მის ამომრჩევლებშიც - მხოლოდ 57% არის მზად, ენდოს მაკრონს „ქვეყნის წინაშე არსებული ძირითადი პრობლემების ეფექტურად გადაჭრაში“. 2022 წლის მაისში ეს მაჩვენებელი 91% იყო, ხოლო 2023 წლის ივლისში – 74%.

დეკემბრის დასაწყისში კიდევ ერთმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ფრანგების უმრავლესობას ემანუელ მაკრონის გადადგომა სურს.