1734778532
ფეხებზე მკიდია, რაზე ისაუბრებენ ჩემი კოლეგები, არჩევნები თუ გაყალბდება, ამას მტკიცებულებები სჭირდება - იაგო ხვიჩია
არჩევნები თუ გაყალბდება, ამას მტკიცებულებები სჭირდება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, არჩევნების გაყალბების თეორიული შანსი ყოველთვის არსებობს.
„ფეხებზე მკიდია, რაზე ისაუბრებენ ჩემი კოლეგები არჩევნებამდე და მერეც, მათი ქილიკი, ერთმანეთთან და „ქოცებთან“ ჩხუბი. არჩევნები თუ გაყალბდება, ამას მტკიცებულებები სჭირდება. ცხადია, ამ ქვეყანაში პოლიტიკურ პარტიებს იმხელა გამოცდილება აქვთ არჩევნების გაყალბების და მასში მონაწილეობის, რომ მასზე საუბარს ვერავის ავუკრძალავ. არჩევნების გაყალბების თეორიული შანსი ყოველთვის არსებობს. სხვადასხვა ფორმით არჩევნები ახლაც ყალბდება, იქნება ეს მოსყიდვა, ბიუროკრატიის გაზრდა, წინასაარჩევნოდ სადღაც გზების დაგება და ა.შ. არსებობს არჩევნების მოსყიდვის რაღაც ფორმა, რომელიც ამ ქვეყნისთვის შინაურია და არსებობს გაყალბების ძალიან გადამეტებული ფორმები. მგონი, ამაზეა საუბარი და დისკუსია, თორემ ამ ქვეყნაში არჩევნები ყველა ხელისუფლების დროს რაღაც დონეზე ყალბდებოდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.