წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
1765655329
ფაქტები აჩვენებს, რომ ოპოზიცია, მათი მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციები იმ გატკეპნილ გზაზე დადიან, რომელიც მათ არაერთხელ გაუვლიათ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„ამიტომაც გავიხსენე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ე.წ. სკანდალის წარმოდგენა, თითქოს ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვა ხდებოდა. გემახსოვრებათ მედიის წარმომადგენლებს, ასევე საზოგადოებას, რომ ამაზე შემდეგ სიტყვა ვეღარ დააცდევინა ვერც პროკურატურამ და ვერც მედიამ, რათა ეთქვათ, რა მტკიცებულებები ჰქონდათ. რა თქმა უნდა, მაშინაც მიზანი იყო საზოგადოებაში პანიკის შექმნა, რათა გავლენა მოეხდინათ საარჩევნოდ აზრის ფორმირებაზე“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.