1762805268
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლები შეხვედრებს დღეს პარლამენტში გამართავენ
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლები უკვე მეორე დღეა საქართველოში იმყოფებიან. დღეს ისინი შეხვედრებს გამართავენ საკანონმდებლო ორგანოში, გუშინ კი, დელეგაციის წევრები არასამთავრობო სექტორს და ოპოზიციურ პარტიებს შეხვდნენ.
კითხვაზე - გმობენ თუ არა ოთხ ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს და ხელისუფლების დამხობის მცდელობას, მონიტორინგის კომიტეტის წევრებს პასუხი არ გაუციათ.
ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ დელეგაციასთან შეხვედრაზე გამოხატავენ იმავე პოზიციას, რასაც საჯაროდ აღნიშნავენ. მათი თქმით, მიზანი სიმართლის შესახებ საუბარი და საზოგადოების წინაშე მიმდინარე პროცესების ობიექტურად წარმოჩენაა.











