„აქვს თუ არა ძაღლს სული?“ - მამა ანდრიას პასუხი
1789674249
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აღარ არის ევროსაბჭოს წევრი, მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მას რჩება საერთაშორისო ვალდებულება, შეასრულოს ეს გადაწყვეტილებები, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს თანამშრომლობა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტთან, რადგან მოიძებნოს ამ გადაწყვეტილებების აღსრულების საშუალებები.
„ჩვენი ხელისუფლება თანმიმდევრულად, მშვიდად, კვალიფიციურად და სამართლებრივად იცავს სახელმწიფოს ინტერესებს და სუვერენიტეტს. ამ კონტექსტში საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მოიგო აბსოლუტურად ყველა სამართლებრივი დავა სტრასბურგის სასამართლოში და საერთაშორისო სასამართლოებში და ამის შედეგად დადგენილია, რომ აბსოლუტურად ყველა დარღვევისთვის, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2008 წლის ომის დროს და შემდეგ, განგრძობითად ოკუპაციის ფარგლებში, პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივად, სასამართლოს გადაწყვეტილებებში არის დადასტურებული, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახორციელებს 1990-იანი წლებიდან განგრძობითად დღემდე და სწორედ პერიოდის დარღვევებზეც მთლიანად პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს. აღნიშნულის შედეგად, ერთი მხრივ, მას დაკისრებული აქვს დაახლოებით 430 მილიონ ევრომდე კომპენსაციის გადახდის ვალდებულება და გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის პასუხისმგებლობაა ყველა ამ დარღვევის აღმოფხვრა.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მუდმივად გავაგრძელოთ თანამშრომლობა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტთან, რადგან მოიძებნოს საშუალებები ამ გადაწყვეტილებების აღსრულების. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია აღარ არის ევროსაბჭოს წევრი, მინისტრთა კომიტეტის გამოცემული რეზოლუციით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მას რჩება საერთაშორისო ვალდებულება, შეასრულოს ეს გადაწყვეტილებები და ამ რეზოლუციებში პირდაპირ ჩაიწერა, რომ რუსეთი არის პასუხისმგებელი, დაიწყოს და განახორციელოს ამ დარღვევების აღმოფხვრა, რაც გულისხმობს, ერთი მხრივ, დეოკუპაციის პროცესის დაწყებას და მეორე მხრივ, დევნილების საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნებას. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ყველა ეს დარღვევა შეეხება ისეთი უფლებების დარღვევას, როგორც არის სიცოცხლის უფლება, წამებას აკრძალვა, საკუთრების უფლება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესში მიმოსვლის თავისუფლებაზეც პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთს ეკისრება“, - აღნიშნა ძამაშვილმა.
მისი თქმით, სასამართლო გადაწყვეტილებებს და რეზოლუციებს დიდი პრაქტიკული დანიშნულება აქვს, ეს იქნება სამართლებრივი საფუძველი, რომ შესაბამისი გეოპოლიტიკური ვითარება როდესაც შეიქმნება, დაიწყოს დეოკუპაციის პროცესიც.
„რაც შეეხება ამ გადაწყვეტილებების და რეზოლუციების პრაქტიკულ მნიშვნელობას, ამას აქვს ძალიან დიდი დატვირთვა, რადგან ეს გადაწყვეტილებები არის საფუძველი, რომ შეჩერდეს აღიარების პროცესი. პირიქით, ჩვენ ვადევნებთ თვალს, რომ საქართველო ძალიან წარმატებით ახერხებს არაღიარების პოლიტიკას და აღარ იმატებს არცერთი სახელმწიფო, ვისაც აღიარებული აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, პირიქით, გვაქვს ძალიან დიდი წარმატება, რომ ის მცირე რაოდენობა სახელმწიფოების, ვინც აღიარებდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, მათაც დაიწყეს ამ აღიარების უკან გახმობა. ამ სასამართლო გადაწყვეტილებებს და რეზოლუციებს აქვს ძალიან დიდი პრაქტიკული დანიშნულებაც და ეს იქნება სამართლებრივი საფუძველი, გარანტი იმის, რომ შესაბამისი გეოპოლიტიკური ვითარება როდესაც შეიქმნება, დაიწყოს დეოკუპაციის პროცესიც“, - აღნიშნა ძამაშვილმა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები.