ნუცა ბუზალაძე ცხოვრების რთულ პერიოდზე საუბრობს
1789673744
უცხოური აგენტურა ვერ მალავს გაღიზიანებას, მათ არ უხარიათ არაფრის აშენება, განვითარება, წინსვლა, რაც დაკავშირებულია ზოგადად ჩვენს ქვეყანასთან და ეს ე.წ. პერფორმანსიც არის ამ ყველაფრის მორიგი გამოხატულება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც დედაქალაქში ახალი სკვერის გახსნისას ერთ-ერთი აქტივისტის მიერ გამართულ აქციას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მსგავს ქმედებებს ვერანაირი ეფექტი ვერ ექნება.
„პირველ რიგში, მიხარია, რომ თბილისს კიდევ ერთი ულამაზესი პარკი შეემატა, რომელიც უმაღლესი ხარისხით არის მოწყობილი - როგორც ეს სჩვევია თბილისის მერიას და, რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება თბილისელებისთვის, შესაბამისი უბნის მცხოვრებლებისთვის. აქაც ხედავთ, რომ უცხოური აგენტურა ვერ მალავს გაღიზიანებას, მათ არ უხარიათ არაფრის აშენება, განვითარება, წინსვლა, რაც დაკავშირებულია ზოგადად ჩვენს ქვეყანასთან, ჩვენს ქალაქებთან და სოფლებთან და ეს ე.წ. პერფორმანსიც არის მორიგი გამოხატულება. მათ სცადეს, რაღაც დისონანსი შემოეტანათ, თუმცა რა თქმა უნდა, ასეთ ღონისძიებებს ვერ ექნება ვერავითარი ეფექტი,“- აღნიშნა პრემიერმა.