ევროპული სტანდარტია ასეთი, აკრძალულია აქციების დროს ნიღბების გამოყენება სწორედ იმიტომ, რომ რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც აზიანებენ პოლიციელებს, ჟურნალისტებს, მოქალაქეებს, არ ჰქონდეთ საშუალება გაექცნენ პასუხისმგებლობას - ვლადიმერ ბოჟაძე

ვლადიმერ ბოჟაძე

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა პიროტექნიკასთან და აქციებზე ნიღბების აკრძალვის რეგულაციებთან დაკავშირებულ ცვლილებებს.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ცვლილებების მიღების საჭიროება დღის წესრიგში დადგა სწორედ იმიტომ, რომ პიროტექნიკა გამოყენებული იყოს იმ მიზნებისთვის რაც მოიგონა კაცობრიობამ და არა იმ მიზნებისთვის, რათა დაზარალდნენ პოლიციელები, მოქალაქეები, ჟურნალისტები.

„რაც შეეხება ნიღბებს, იცით, რომ ევროპული სტანდარტია ასეთი, აკრძალულია აქციების დროს ნიღბების გამოყენება სწორედ იმიტომ, რომ ადამიანებს, რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც აზიანებენ პოლიციელებს, ჟურნალისტებს, მოქალაქეებს, არ ჰქონდეთ საშუალება გაექცნენ პასუხისმგებლობას და ნიღაბმა არ უზრუნველყოს მათთვის უდანაშაულობის თუ იგივე დაუსჯელობის განცდა.

რა თქმა უნდა, ეს იქნება ევროპული სტანდარტის კანონმდებლობა და ამით კიდევ ერთხელ დავუახლოვდებით ევროკავშირს“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.