ვრცელდება კადრები, რომელიც ერთ-ერთმა მგზავრმა თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე გადაიღო
1735156563
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ, საარჩევნო პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობასთან დაკავშირებით, ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ევროპული ორბიტისა“ და სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ წარმომადგენლები მიზანმიმართულად ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას უცხოეთში რეგისტრირებულ ამომრჩევლებთან დაკავშირებით.
მიქანაძის განცხადებით, უწყების დისკრედიტაციის პროცესში მონაწილეობდა სალომე ზურაბიშვილიც, რომელსაც ცესკომ არაერთხელ აუხსნა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებული რეგულაციები.
„საანგარიშო პერიოდში სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ევროპული ორბიტისა“ და სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ წარმომადგენლების მხრიდან მიზანმიმართულად მიმდინარეობდა კამპანია და ვრცელდებოდა მანიპულაციური ხასიათის ცრუ ინფორმაცია უცხოეთში რეგისტრირებულ საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით.
27 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა, თითქოს ცესკო-ს 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ათიათასობით საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს ევროპისა და აშშ-ის ქალაქებში დამატებით საარჩევნო უბნების გახსნაზე. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით ცესკომ განმარტა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და პირადად პრეზიდენტსაც არაერთხელ სხვადასხვა ფორმატის შეხვედრების ფარგლებში აუხსნა ის რეგულაციები, რასაც კანონი საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით ითვალისწინებს. შესაბამისად, მათთვის კარგად არის ცნობილი, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები იქმნება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე. სწორედ კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით მოხდა 26 სექტემბერს ცესკოს სხდომაზე 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბნის შექმნა. კანონიერი გადაწყვეტილებების დისკრიმინაციულად წარმოჩენა კი სხვა არაფერია თუ არა უწყების დისკრედიტაციისა და საარჩევნო პროცესის მიზანმიმართულად დაზიანების მცდელობა“, - განაცხადა მიქანაძემ.