პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ყველამ პატივი უნდა სცეს სამართლებრივ სახელმწიფოში არსებულ წესებს, ყველამ პატივი უნდა სცეს სასამართლოს გადაწყვეტილებას",- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
"რა თქმა უნდა, არავის უხარია, როდესაც ადამიანი შესაძლებელია დაექვემდებაროს თავისუფლების აღკვეთას, თუმცა, როდესაც კონკრეტული პირი ჩადის შესაბამის ქმედებას, მას უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ შესაბამისი რეაგირება იქნება, როგორიც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.
ევროპულ ინტერესებს აზიანებს მხოლოდ ის, როდესაც სასამართლო სისტემაზე მიდის შტურმი და იერიში. ევროპულ ინტერესებს აზიანებს, როდესაც ყველა საქმის პოლიტიზირება ხდება. ევროპული ინტერესების შესაბამისია, როდესაც ადამიანი ჩადის დარღვევას და მასზე სამართლებრივი რეაგირებაა", - აღნიშნავს ანრი ოხანაშვილი.
16 მაისს, „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.