„ამინდი მკვეთრად გაუარესდება...“ - ამინდის პროგნოზი საქართველოში
1735073693
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მომზადებულ დოკუმენტს ხელი მხოლოდ 24 ადამიანმა მოაწერა, განცხადება ყოველგვარი დასაბუთების გარეშეა, შესაბამისად, ასეთ განცხადებას არავითარი ფასი არ აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფერი კეთდება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარდასაჭერად.
„განცხადებას ხელი მოაწერა მხოლოდ 24 ადამიანმა, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ვნახეთ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე განცხადება, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება და დაცლილია ყოველგვარი დასაბუთებისგან. შესაბამისად, ასეთ განცხადებას არავითარი ფასი არ გააჩნია. განსაკუთრებით პრობლემურია ცესკო-სთან დაკავშირებული განცხადება, სადაც საუბარია, თითქოს ხელისუფლებას ცესკო ხელში აქვს ჩაგდებული. ეს ყველაფერი წინასაარჩევნო პერიოდში ხდება, რაც საზოგადოებაში შეიძლება აღქმული იყოს, როგორც ჩარევა წინასაარჩევნო კამპანიაში და როგორც კონკრეტული პარტიების სასარგებლოდ გაკეთებული განცხადება. ამ განცხადების მთავარი ინიციატორი არის ადამიანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი იყო. ეს ყველაფერი იმიტომ კეთდება, რომ როგორმე კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერა მოხდეს, მაგრამ საზოგადოება არ მოტყუვდება. ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საჭირო მხარდაჭერას ველოდებით“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.