ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში კვიპროსის თურქული საზოგადოების წარმომადგენელი: ვისურვებდი საქართველოს პარლამენტის წევრები კვლავ დაუბრუნდნენ ასამბლეას

ევროკომისია

საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ვისურვებდი, რომ საქართველოს პარლამენტის წევრები კვლავ დაუბრუნდნენ ასამბლეას, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) კვიპროსის თურქული საზოგადოების წარმომადგენელმა.

მისი თქმით, კავკასიის სტაბილურობა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა როგორც ევროპის უსაფრთხოებისთვის, ისე მთელი რეგიონისთვის.

„საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. კავკასია ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია და მე მჯერა, რომ კავკასიის სტაბილურობა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა როგორც ევროპის უსაფრთხოებისთვის, ისე მთელი რეგიონისთვის. სიმართლე გითხრათ, ვისურვებდი, რომ საქართველოს პარლამენტის წევრები კვლავ დაუბრუნდნენ ასამბლეას. მესმის არსებული ვითარების სირთულე და საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია ყველგან ყოფნა, ყველა საერთაშორისო პლატფორმაში მონაწილეობა და ქართული ოპოზიციის ხმის გაჟღერება“, - აღნიშნა ქანდანმა