ევროპარლამენტში საქართველოში გამართული არჩევნების თემაზე დებატები გაიმართა

ევროპარლამენტი

ევროპარლამენტში საქართველოში გამართული არჩევნების შესახებ დებატები გაიმართა. მწვავე განხილვა თითქმის ცარიელ დარბაზში, სადაც მხოლოდ დებატებში მონაწილეები იყვნენ, ევროკომიისის წარმომადგენელმა გახსნა.

მან მიმოიხილა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, არჩევნების შეფასებისას დაეყრდნო ეუთოს დასკვნებს, საუბრობდა სავარაუდო დარღვევებზე და საქართველოს ხელისუფლებას ევროსტრუქტურების სახელით, კიდევ ერთ მოუწოდა გააუქმოს კანონი გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ.

ევროკომისიის შემდეგ, საკუთარი პოზიცია ევროპარლამენტარებმა გამოხატეს. ნაწილმა განაცხადა, რომ ქართველ ხალხს თავისუფლად არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა არ ჰქონდა, ნაწილმა კი ევროკავშირს, ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობის მიერ გაკეთებული არჩევანის პატივისცემისკენ მოუწოდა.