პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკვე მერამდენედ გვიწევს ერთი და იგივე მოვლენის ყურება და მოსმენა - ამის შესახებ ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ევროპარლამენტში გამართულ დებატებს არაფერი ჰქონდა საერთო საქართველოში არსებულ რეალობასთან, იქნება ეს მედია თუ მართლმსაჯულება.
ამიტომ ჩნდება აღქმა, რომ ამ დებატების გამართვის ერთადერთი მიზანი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოსთვის რეპუტაციული ზიანის მიყენება იყო.
როდესაც სერიოზული სახეებით აცხადებენ, რომ საქართველოში მედიის თავისუფლება იზღუდება, მაშინ როდესაც შეუზღუდავად მუშაობს ოპოზიციის მომსახურე მინიმუმ 4 ტელეარხი, ან რეალობის დანახვის სურვილი არ გაქვს, ან ქვეყანაში სიტუაციის აყირავება გინდა.
ყასიდი განცხადებები მეგობრობაზე, უკვე ძალიან გახუნდა“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.