მაგნიტური ქარიშხალი 2025 წლის სექტემბერში: ასტროლოგებმა თვის ყველაზე საყურადღებო თარიღები დაასახელეს
1757016593
ევროპარლამენტის არჩევნები 2024 წლის 6-9 ივნისს გაიმართება. 27 ქვეყნის მოსახლეობა 705 ევროპარლამენტარს აირჩევს.
ევროპარლამენტის არჩევნები ყოველ 5 წელიწადში ერთხელ, ოთხი დღის განმავლობაში ტარდება და მსოფლიოს ყველაზე მსხვილ არჩევნებად ითვლება. არჩევნებზე ხმის უფლებით 400 მილიონზე მეტი ამომრჩეველი სარგებლობს.
არჩევნების შედეგად გახდება ცნობილი ევროპული საბჭოს ახალი პრეზიდენტის ვინაობა, ვინაიდან შარლ მიშელს კიდევ ერთი ვადით ამ თანამდებობის დაკავების უფლება არ აქვს. რაც შეეხება ურსულა ფონ დერ ლაიენს, მას ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია, რომ ევროკომისიის პრეზიდენტისთვის იბრძოლებს.
გამოკითხვების თანახმად, „ევროპის სახალხო პარტია“ დაახლოებით 20 ადგილს დაკარგავს, თუმცა კვლავ ყველაზე მსხვილ ჯგუფად დარჩება.