ევროპარლამენტარი მალგოჟატა გოშევსკა: მინდა ხმამაღლა და მკაფიოდ ვთქვა - გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ და უპირობოდ

მალგოჟატა გოშევსკა

ბიძინა ივანიშვილი ანადგურებს დემოკრატიას საქართველოში და ქვეყანა რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიჰყავს - მან ხელში ჩაიგდო სახელმწიფო ინსტიტუტები, სასამართლო სისტემა, დევნის ოპოზიციას და სურს ოპოზიციური პარტიების კანონგარეშედ გამოცხადება, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა მალგოჟატა გოშევსკამ.

„ეს უკვე აღარ არის პოლიტიკური კრიზისი, ეს არის ოლიგარქიული დიქტატურის დამყარების მცდელობა. ამ პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლი კი მიხეილ სააკაშვილია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც იბრძოდა თავისი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ეწინააღმდეგებოდა რუსულ აგრესიას და ახლა დაპატიმრებულია იმ ადამიანების მიერ, ვისაც საქართველოს ევროპული გზიდან გადაყვანა სურს. მინდა ეს ხმამაღლა და მკაფიოდ ვთქვა: გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ, უპირობოდ, ისევე, როგორც ყველა სხვა პოლიტპატიმარი და მივცეთ მათ საშუალება შევიდნენ ევროკავშირში. ასევე მინდა ვთქვა: შევწყვიტოთ უბრალოდ დაგმობა. დადგა გადამჭრელი და კოორდინირებული მოქმედებების დრო ივანიშვილის, მისი აქტივებისა და იმ ადამიანთა მთელი ქსელის წინააღმდეგ, რომლებიც ინარჩუნებენ ჩაგვრის ამ სისტემას“, - თქვა მან.

✕