ევროპარლამენტარი ლასლო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უნგრეთის შიდა საქმეებში ჩარევის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში წერია, რომ ამერიკის წინა ადმინისტრაციის მიზანი ორბანის მთავრობისთვის ძირის გამოთხრა იყო

ანდრაშ ლასლო

უნგრელი ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უნგრეთის შიდა საქმეებში ჩარევის შესახებ 60-გვერდიან ანგარიშს აქვეყნებს.

დოკუმენტში წერია, რომ ამერიკის წინა ადმინისტრაციის მიზანი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მთავრობისთვის ძირის გამოთხრა და მისი თანამდებობიდან ჩამოშორება იყო.

ანგარიშის თანახმად, ამ მიზნით ბაიდენის ადმინისტრაციამ USAID-ის, NED-ის და სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამებით, არასამთავრობო ორგანიზაციებზე ათობით მილიონი დოლარი დახარჯა.

ლასლო აღნიშნავს, რომ უნგრეთის მთავრობის საწინააღმდეგო გეგმა ე.წ. ვოუქ და ტრანსგენდერული იდეოლოგიისა და ჯორჯ სოროსის ღია საზღვრების იდეოლოგიის წახალისებას მოიცავდა.