რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს
1775764780
სანდრო კობახიძის გაწვრთნილმა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგაში პირველი მატჩი გამართა. მისი მეტოქე სან მარინო იყო, რომელთანაც ქართველებმა 4:1 გაიმარჯვეს.
ანგარიში ავტოგოლით გაიხსნა – ჟურდენმა საკუთარ კარში ჩაჭრა და ჩვენი გუნდი ასე დაწინაურდა. მეორე ტაიმის დასაწყისში სან მარინომ ჩიაჩის გოლით ანგარიშის გათანაბრება შეძლო, თუმცა ამის მერე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებისგან სამი გოლი მიიღო. გამოირჩნენ მიქაუტაძე, გაზდელიანი და ჯამარაული.
სან მარინო-საქართველო 1:4
გოლები: 0:1 ჟურდენი (ა.გ. 21), 1:1 ჩიაჩი (58), 1:2 მიქაუტაძე (62), გაზდელიანი (67), ჯამარაული (90).ჩვენი ჯგუფის მატჩებს სან მარინო მასპინძლობს. საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე 13 აპრილს ანდორა იქნება, 16 აპრილს – უელსი.