რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს
1775764780
2 დღე უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებამდე - ვინ გახდება მომდევნო პრემიერ-მინისტრი - ვიქტორ ორბანი თუ პეტერ მაგიარი? მოქმედი პრემიერ-მინისტრი საუბრობს გარე ჩარევებზე და საფრთხეებზე, რაც შეიძლება მისი დამარცხების შემთხვევაში განვითარდეს.
საპარლამენტო არჩევნებს უნგრეთში ქართველი დეპუტატები დააკვირდებიან, რომლებიც უკვე ბუდაპეშტში იმყოფებიან.
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, უნგრეთში გარე ჩარევის მცდელობა შეუიარაღებელი თვალით ჩანს, განსაკუთრებით ბრიუსელის მხრიდან.
"აქ, გარე ჩარევის მცდელობა შეუიარაღებელი თვალით ჩანს, განსაკუთრებით ბრიუსელის მხრიდან. ჩვენ ანალოგიურ სურათს ვაკვირდებოდით საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მსვლელობის დროს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ უნგრეთი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს, მაშინაც, როდესაც აბსოლუტურად დაუმსახურებლად იყო მცდელობები ჩვენი ქვეყნის დასჯის. მაშინ, უნგრეთი ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ეს უნდა აღინიშნოს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები ერთ-ერთი გადამწყვეტი არჩევნები იქნება", - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.