ვრცელდება კადრები, რომელიც ერთ-ერთმა მგზავრმა თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე გადაიღო
1735156563
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ გააკრიტიკა უცხოური გავლენისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონები.
„ასევე წამოყენებული იყო სხვა წინადადებები, რომლებიც LGBTQI თემის დისკრიმინაციასა და სტიგმატიზაციას ახდენს და ასუსტებს სახელმწიფო ინსტიტუტების დამიოუკიდებლობას“, - აღნიშნა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.
მისი თქმით, აღნიშნული ქმედებების გამო, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია.
„ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალონ თავიანთი კურსი და ჩვენ გავზარდეთ ჩვენი კომუნიკაცია უშუალოდ საქართველოს მოქალაქეებთან", - განაცხადა მან.
ვერა იუროვამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს კანონები, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს, განსაკუთრებით კანონები, რომლებიც ზღუდავენ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს.