გოგა მანია 2025 წლის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს
1735836785
მთლიანობაში, საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას და მიიღო ზომები კომისიის წინა რეკომენდაციების შესასრულებლად, - ამის შესახებ აღნიშნულია ევროკომისიის მეხუთე ანგარიშში, სადაც საქართველოს მიერ შესრულებული კრიტერიუმები და ახალი რეკომენდაციებია გაწერილი, რომლის გათვალისწინებასაც ევროკომისია საქართველოსგან მოითხოვს.
ესენია: ა) საქართველოს სავიზო პოლიტიკის შესაბამისობა ევროკავშირის მესამე ქვეყნებისთვის სიასთან, რომელთაც ევროკავშირში ვიზა სჭირდებათ. ეს მესამე ქვეყნები წარმოადგენენ უკანონო მიგრაციის ან უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკს ევროკავშირისთვის. ბ) გააგრძელოს მუშაობა წევრ ქვეყნებში თავშესაფრის დაუსაბუთებელი განაცხადების საკითხის მოგვარებაზე; ასევე გააგრძელოს უვიზო რეჟიმის შესახებ მორგებული საინფორმაციო კამპანიების წარმოება მიგრანტთა მიზნობრივი ჯგუფებისთვის, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფებისთვის, მათთვის, ვინც განსაზღვრულ დროს აჭარბებს. ასევე, ვინც თავშესაფრის მინიჭებაზე უსაფუძვლო განაცხადს აკეთებს. გ) გააძლიეროს ძალისხმევა კორუფციის დასაძლევად. განსაკუთრებით, ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და კოორდინაციის გაძლიერებით, აგრეთვე მათთვის საჭირო რესურსებით. დ) დაასრულოს მუშაობა ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მოყვანაზე, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ. ე) გააძლიეროს ძალისხმევა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, განსაკუთრებით იმ ქსელების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებული არიან ევროკავშირში ოპერაციებთან. ვ) სრულად შეუსაბამოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცედურა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, მიიღოს და განახორციელოს კანონმდებლობა, რომელიც აფასებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კეთილსინდისიერებასა და საქმიანობას. ზ) უზრუნველყოს მონაცემთა დაცვის ორგანოს დამოუკიდებლობა.
დოკუმენტში დასკვნის სახით წერია, რომ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს აქვთ პერსპექტივა, გახდნენ ევროკავშირის წევრები, ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების განხორციელებისა და კომისიის რეკომენდაციების შესრულების შესაბამისად.