1731614151
ევროკომისია გაფართოების შესახებ ანგარიშს დღეს გამოაქვეყნებს
ევროკომისია გაფართოების შესახებ ანგარიშს დღეს გამოაქვეყნებს. საუბარია 10 ქვეყანაზე, მათ შორისაა საქართველო.
როგორც "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი წერს, ანგარიშში წერია, რომ თუ საქართველო მოქმედებათა ამჟამინდელ კურსს არ შეცვლის და რეფორმების განსახორციელებლად ძალისხმევას არ აჩვენებს, ევროკომისია საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ რეკომენდაციის გაცემას ვერ განიხილავს.
ამასთან, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ანგარიშის მთავარი ხაზი იქნება ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დაწესებული 9 ნაბიჯის შესრულება, რაზეც ევროკომისია იტყვის, რომ საქართველომ უმნიშვნელო პროგრესს მიაღწია.
შეფასება გაკეთდა მმართველ გუნდში - "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ეს არის საქართველოს პროგრესის გადაფარვის მცდელობა და ქვეყანა, რეფორმების კუთხით, ბევრს უსწრებს.