ტვინის მკვებავი და ვითომ გულის მკვებავი პრეპარატები ბუნებაში არ არსებობს - თემურ მიქელაძე
1763405683
გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დიდი ყურადღებით აკვირდება, თუ ვის აძლევს ევროკავშირი ფულს.
მისი თქმით, დღეს ევროკავშირი ეძებს გზებს, თუ როგორ გადაურიცხოს ფული სამოქალაქო საზოგადოებას ისე, რომ ის არ დააზიანოს.
„რაც შეეხება, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, რა თქმა უნდა, დღეს ეს ძალიან, ძალიან რთულია, იმიტომ რომ მთავრობა დიდი ყურადღებით აკვირდება, თუ ვის ვაძლევთ ფულს. შესაბამისად ჩვენ ახლა ვეძებთ გზებს, თუ როგორ გადავცეთ მათ ფული, რომელიც გაორმაგდა და კიდევ გაიზრდება, ისე, რომ არ დავაზიანოთ“, - განაცხადა კოსმა.