1732386875
ევროკავშირში გაწევრიანებას გამოკითხულთა 74 პროცენტი სრულად ემხრობა, ნატოში გაწევრიანებას კი 60 პროცენტი - IRI
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 74 პროცენტი ევროკავშირში გაწევრიანებას სრულად ემხრობა, ნაწილობრივ – 14 პროცენტი.
კითხვაზე, მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, გამოკითხულთა ექვსი პროცენტი ევროკავშირში გაწევრიანებას სრულად ეწინააღმდეგება, ხოლო ნაწილობრივ – ოთხი პროცენტი.
ამასთან, კვლევის თანახმად, ნატო-ში გაწევრიანებას სრულად გამოკითხული მოსახლეობის 60 პროცენტი ემხრობა, ხოლო ნაწილობრივ 15 პროცენტი. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ნატო-ში გაწევრიანებას საერთოდ არ ემხრობა 12 პროცენტი, ხოლო ნაწილობრივ – რვა პროცენტი.
კვლევის ავტორების ინფორმაციით, კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 64 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.