1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
,,საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. აი, ეს არის, რასაც ჩვენ გვეუბნებიან ყველა დედაქალაქში. ეს არის ის განწყობა, რომ თავის დროზე, ევროკავშირმა შეცდომა დაუშვა, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა საქართველოს და მნიშვნელოვანია, რომ ეს შეცდომა გამოსწორდეს,” - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ,,იმედი LIVE-ში“ განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა საქართველო ყველაფერს აკეთებს კანდიდატის სტატუსის მოსაღებად.
,,ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ თუკი გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება დამსახურებაზე, ევროკავშირს არ ჰქონდეს არც ერთი არგუმენტი, რომ ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღოს. მის პოლიტიკურ ნაწილს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებითაც იმედი გვაქვს, რომ იქნება დადებითი გადაწყვეტილება,” - განაცხადა პაპუაშვილმა.